ორშაბათს, 20 ივლისს „ქართული ოცნება“ 30 მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატებს ოფიციალურად დაასახელებს.
მანამდე კი „პრაიმტაიმნიუსმა“ გაარკვია იმ სავარაუდო კანიდატების ვინაობა, რომლებიც მაჟორიტარულ ოლქებში იყრიან კენჭს.
ჩვენი ინფორმაციით პოლიტიკაში ბრუნდება დავით სერგეენკო – ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს საბურთალოს ოლქში წარადგენენ.
სოზარ სუბარი გამარჯვებისთვის ისანში იბრძოლებს, ხოლო ლევან კობიაშვილი გლდანში.
ამასთან გავარკვიეთ იმ კანდიდატების ვინაობა, რომლებიც აჭარის სამ ოლქში იქნებიან:
რესან კონცელიძე – ბათუმი
ზაალ მიქელაძე – ქობულეთი
ანზორ ბოლქვაძე – ხულო
საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. პარლამენტი დაკომპლექტდება 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული მანდატით.











