„ევროპული საქართველოს“ წევრის, აკაკი ბობოხიძის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია საარჩევნო ოლქებში იმდენ კანდიდატს დაასახელებს, რამდენიც „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად იქნება საჭირო.
ამის შესახებ აკაკი ბობოხიძემ აჭარის ტელევიზიაში, ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ ისაუბრა.
„შეთანხმება მოხდება ზუსტად ისე, როგორც უფრო უკეთესი იქნება გამარჯვებისთვის. ზოგიერთ ოლქში ორი კანდიდატი კი არ გვეყოლება „ევროპულ საქართველოს“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, 4-5 კანდიდატი გვეყოლება. რამდენი რაიონიც არის, იმდენი კანდიდატი გვეყოლება სხვადასხვა პარტიიდან. „ქართული ოცნების“ დამარცხება არის ტაქტიკის საკითხი და დავასახელებთ ზუსტად იმდენ კანდიდატს, რამდენი კანდიდატიც უფრო კარგი იქნება „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად“, – განმარტავს ბობოხიძე.
მისივე თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია საერთო კანდიდატებს 1 კვირაში დაასახელებს.
Posted by აჭარის ტელევიზია • Ajara TV – საზოგადოებრივი მაუწყებელი on ორშაბათი, 20 ივლისი, 2020











