ხშირია სასაფლაოების მოვლა-პატრონობის წესების დარღვევა და ეს არ კონტროლდება, ვამზადებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„მუნიციპალური და კერძო სასაფლაოების მხრივ სრული ქაოსი გვაქვს. რადგან სასაფლაოების მოწყობა-მოვლა-პატრონობის დარღვევაზე არანაირი სანქცია არ არსებობს, ასევე, უკანონოდ მიწების დატაცებები ხდება. ხშირია საფლავებზე უკანონო კონსტრუქციების განთავსება. ვამზადებთ საკანონმდებლო ცვლილებებს და უახლოეს დროში მოხდება ამის პარლამენტში ინიცირება“, – განაცხადა კალაძემ.











