უკრაინის ქალაქ პოლტავაში ხელყუმბარით შეიარაღებულმა მამაკაცმა, რომან სკრიპნიკმა, მძევლად აყვანილი პოლიციელი გაათავისუფლა და ტყეში მიიმალა.
ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, ახლა შემთხვევის ადგილზე სკრიპნიკის დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს. პოლიცია მიმდებარე რაიონში ყველა ავტომობილს ამოწმებს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ უკრაინაში, ქალაქ პოლტავაში ხელყუმბარით შეიარაღებულმა პირმა პოლიციელი მძევლად აიყვანა.











