“უკრაინისთვის მიუღებელია სააკაშვილის მიმართ ძალადობის გამოყენება”, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოს ელჩთან შეხვედრის დროს განაცხადა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ სააკაშვილის უფლებების დაცვას, რაც საქართველოს ვალდებულებაა საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად. ამ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.











