გუშინ დუისელ ქისტებსა და მატნელებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, ერთ-ერთი მატნელი ახალგაზრდა ახმეტის რაიონულ საავადმყოფოშიც მოხვდა.
35 წლამდე ასაკის მამაკაცს, თავის არეში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს, თუმცა ის კლინიკიდან მალევე გაწერეს.
ამჟამად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობის კურსს სახლში გადის.
ფაქტზე, რაიონულ საავადმყოფოში კომენტარს არ აკეთებენ.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი
ასევე დაგაინტერესებთ:
სოფელ დუისში ახალგაზრდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა – ადგილზე მობილიზებულია პოლიცია











