ხმაური და დაპირისპირება იყო საკანონმდებლო ორგანოსთან. სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 20 ივნისთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას აპროტესტებენ.
მათი თქმით, 20 ივნის ბევრი მოქალაქე დაშავდა და ამ ძალადობის ორგანიზებისთვის პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ.
სწორედ პროტესტის მიზნით სცადეს აქტივისტებმა პარლამენტის წინ წარწერის გაკეთება თუმცა ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს, რამაც დაპირისპირება გამოიწვია.