აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს მომდევნო კვირას შეარჩევს. ინფორმაციას thehill-ი ავრცელებს.
„არჩევანს აგვისტოს პირველ კვირას გავაკეთებ და გპირდებით, რომ როდესაც არჩევანს გავაკეთებ, შეგატყობინებთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ჯო ბაიდენმა.
ამერიკული მედიის ცნობით, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ფავორიტად „დემოკრატი“ სენატორი, კამალა ჰარისი მიიჩნევა.











