ბაიდენი ვირუსის დამარცხებას აპირებდა, თუმცა ნაცვლად ამისა, ვირუსმა ის დაამარცხა, -ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„ბაიდენი ვირუსის დამარცხებას აპირებდა, თუმცა ნაცვლად ამისა, ვირუსმა ის დაამარცხა. წელს გაცილებით მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე გასულ წელს, მიუხედავად ვაქცინებისა და თერაპიული საშუალებების უზარმაზარი დახმარებისა, რომელიც „ტრამპის“ დროს შეიქმნა. მისი თქმით, ვინც მსგავს შედეგებს მიიღებდა, თანამდებობა უნდა დაეტოვებინა. ჯო, რას ელოდები?!“ – ნათქვამია დონალდ ტრამპის განცხადებაში.
Statement by Donald J. Trump, 45th President of the United States of America pic.twitter.com/BieNNrLtNo
— RSBN ?? (@RSBNetwork) December 6, 2021