რუმინეთის ხელისუფლება, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, შეზღუდვების გამკაცრებას გეგმავს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
კერძოდ, ქვეყანა გეგმავს პირბადის ტარება ხალხმრავალ გარე სივრცეებში სავალდებულო გახადოს. ასევე, ბარები ადგილობრივი დროით 23:00 საათზე დაკეტოს.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, რუმინეთში კორონავირუსის 47,053 შემთხვევა და 2,239 გარდაცვალება ფიქსირდება.
ბოლო პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ საგრძობლად მოიმატა.











