„ჩემდა საბედნიეროდ დრონის მასალა მოსულია. დღესაც შეიძლებოდა მისი ნახვა, მაგრამ ძალიან დიდი მოცულობის არის“,- ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა შს მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ისინი დრონის კადრებს უახლოეს მომავალში ნახავენ.
„სატელეფონო ზარებთან დაკავშირებით, ჯერ არ არის მოსული, თუმცა ჩემდა საბედნიეროდ დრონის მასალა მოსულია. დღესაც შეიძლებოდა მისი ნახვა, მაგრამ ძალიან დიდი მოცულობის არის და ახლა უნდა მოხდეს გამოწერა, რომ დიდ კამერაში უკვე დეტალურად გავეცნოთ. ჯერჯერობით მხოლოდ დორნის ჩანაწერებია“,- ამბობს რამიშვილი.
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში მწყემსმა იპოვა.











