საქართველოში მიწისძვრა განმეორდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 23:57 საათზე, სოფელ ფარავანთან მოხდა 3.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.
დღევანდელი თარიღით მოცემულ ლოკაციაზე მეორე მიწისძვრა დაფიქსირდა. პირველი მიწისძვრა თბილისის დროით 23:21 საათზე მოხდა.











