ეგეოსის ზღვაში, იზმირთან, 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ურლას დასახლებიდან 56,18 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა. ბიძგები ზედაპირიდან 3,97 კილომეტრის სიღრმეში შეინიშნებოდა.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.











