„ევროპული საქართველოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელენე ხოშტარია „ლელოს“ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ლელოს მხრიდან ვაკეში კანდიდატურის დაყენება ჩემთვის მოულოდნელობა იყო ნამდვილად, თუმცა ეს ვერანაირ ჩრდილს ვერ მიაყენებს ჩემს დამოკიდებულებას მათ მიმართ.
მიმაჩნია, რომ ლელოს წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია საერთო კოალიციისთვის და მომავალი მრავალფეროვანი მმართველობისთვის!
არის პატარა და დიდი საკითხები. მთავარზე ვკონცენტრირდეთ და შევცვალოთ ეს მთავრობა უკეთესით, დაბალანსებული ძალაუფლებით.”- წერს სოციალურ ქსელში ხოშტარია.
ვაკის სამაჟორიტარო ოლქში „ლელო-საქართველოსთვის“ კანდიდატი ლევან კობერიძე იქნება. „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კი ელენე ხოშტარია. „ქართული ოცნებიდან“ ამავე ოლქში მაჟორიტარობისთვის ნოდარ ტურძელაძე იბრძოლებს.











