პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 200 ლარიანი დახმარების მისაღებად უკვე 600 ათასზე მეტი ბავშვი დარეგისტრირდა.
„მოგეხსენებათ, ჩვენს მიერ გამოცხადებული ბავშვთა სოციალური დახმარების პროგრამა, ამოქმედდა. დღეის მონაცემებით უკვე დარეგისტრირებულია 600 868 ბავშვი, რომელიც წარმოადგენს ქვეყანაში 366000 ოჯახს. ეს შთამბეჭდავი რიცხვებია, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი სოციალური პროგრამა, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ ბოლო წლების განმავლობაში და რომლის მიზანიც გახლავთ ბავშვების მხარდაჭერა,”- განაცხადა გახარიამ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა 18 წლამდე ბავშვი 200 ლარიან დამხარებას მიიღებს.











