fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

საქართველომ ავღანეთში ჰუმანიტარული დახმარების სახით სასმელი წყალი გააგზავნა

18:31 აგვისტო 27, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
776
ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეს, ავღანეთში, კერძოდ ქაბულის აეროპორტში მყოფი ხალხისთვის, ჰუმანიტარული დახმარების სახით, სასმელი წყალი გაიგზავნა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ რევაზ ჯაველიძემ განაცხადა, საქართველო საერთაშორისო პარტნიორების გვერდით დგას და აქტიურად არის ჩართული, როგორც ჰუმანიტარული, ისე საევაკუაციო პროცესების მართვაში.

„როგორც მოგეხსენებათ, ავღანეთში განვითარებულმა მოვლენებმა დაგვაყენა მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისის საფრთხის წინაშე. საქართველო ამ პროცესში კვლავ დგას საერთაშორისო პარტნიორების გვერდით და აქტიურად არის ჩართული, როგორც ჰუმანიტარული, ისე საევაკუაციო პროცესების მართვაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეს, ავღანეთში, კერძოდ ქაბულის აეროპორტში მყოფი ხალხისთვის, ჰუმანიტარული დახმარების სახით, გაიგზავნა სასმელი წყალი. შეგახსენებთ, რომ საქართველო აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ძალისხმევაში ავღანეთიდან საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების თანამშრომლებისა და პარტნიორების სასწრაფო ევაკუაციის მიზნით. ქართული მხარე დათანხმდა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის, კერძოდ დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის (NED), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI), აზიის განვითარების ბანკის (ADB) საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) და მსოფლიო ბანკის (WB) მომართვას, დახმარება აღმოუჩინოს მათ თანამშრომლებს ევაკუაციის და საქართველოს ტერიტორიაზე დროებითი განთავსების პროცესში. გარდა ამისა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და აეროპორტთან არსებული საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზაზე ჩამოყალიბდა რეგიონული სატრანზიტო ჰაბი და ქაბულიდან თბილისის აეროპორტში ევაკუირებული მგზავრების გადაყვანა ხორციელდება სხვადასხვა ჩარტერული რეისების საშუალებით,” – განაცხადა რევაზ ჯაველიძემ.

ცნობისთვის, ავღანეთიდან 6000-ზე მეტი ევაკუირებული პირი თბილისის აეროპორტის გავლით ახლა უსაფრთხო ზონაში არის გადაყვანილი. პროცესი სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე დილიდან განახლდა. ამ ეტაპზე ადგილზე შეფერხება არ ყოფილა.

 

თეგები: დახმარება

დაკავშირებული სტატიები

Flags of European Union (EU) member state fly outside the European Investment Bank in Luxembourg, on Monday, July 15, 2019. Brexit has made Luxembourg a favorite EU hub for insurers, funds and asset managers to relocate to from the U.K. Moves include those by insurance giant American International Group Inc., private-equity firm Blackstone, RSA Insurance Group Plc, U.S. insurer FM Global, Lloyd's of London insurer Hiscox Plc and asset manager M&G Investments. Photographer: Geert Vanden Wijngaert/Bloomberg via Getty Images
ეკონომიკა

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს 50 მილიონით დაეხმარება

ივნისი 17, 2021
774
ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი: საერთაშორისო დახმარების სახით, ჯამში, მოვიზიდეთ 2,1 მილიარდი აშშ დოლარი

ივნისი 12, 2021
777
საზოგადოება

გიორგი ფარეშიშვილს საზოგადოების თანადგომა სჭირდება

მაისი 13, 2021
1.1k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია