“მთავარი არხის” ჟურნალისტი გიგლა თუმანიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს.
საქმე ეხება ჟურნალისტის მიერ მოპოვებულ მიმოწერას, რომელიც მისი მტკიცებით გური ამირხანაშვილსა და სავარაუდოდ, გამომძიებელს შორის შედგა.
ჟურნალისტის მტკიცებით, შაქარაშვილის საქმის მთავარ მოწმეს გური ამირხანაშვილს გამომძიებლებმა საიდუმლო ტელეფონი მისცეს, რომლითაც მხოლოდ მათთან უნდა ეკონტაქტა.











