ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა სოფელ მაღაროს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას არჩევნებზე და პოლიტიკოსების შესახებ ისაუბრა.
მან აღნიშნა, რომ არჩევნების ბოლოსკენ ბევრს საუბრობენ განსაკუთრებულად და არ უჭირს ხელისუფლების ან ოპოზიციის კრიტიკა, მით უფრო, რომ საკუთარ თავსაც აკრიტიკებს მაშინ, როცა არ მოსწონს…
„არ მერიდება, თქვენ ეს კარგად იცით, ის ვთქვა ხელისუფლების ან ოპოზიციის მისამართით, რაც არ მომწონს. მე ჩემს თავზეც ვამბობ ხოლმე თუ რამე არ მომეწონა. ნურავის ნუ ეშინია!
როდის ყოფილა, სად გინახივართ, რომ მე პარტიულ იმაზე (ღონისძიებას) ვესწრებოდი. არც გინახივართ და არც მნახავთ იმიტომ, რომ მე ჩემი არჩევანი მაქვს და ღმერთი მაქვს ამორჩეული”. – ამბობს მეუფე იაკობი.











