უკრაინამ საერთაშორისო ავიამიმოსვლა განაახლა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დღეს ბორისპოლის აეროპორტში 15 რეისია დაგეგმილი, აქედან ოთხი – საერთაშორისო. კერძოდ, ორი რეისი მინსკში, ერთი – ამსტერდამში, ხოლო ერთი – დუბაიში შესრულდება.
გამოცემის ინფორმაციით, ფრენები ასევე დაგეგმილია მოლდოვის, ლიტვისა და ფინეთის მიმართულებით.











