ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი გაერთიანებას „ძალა ერთობაშია“ შეუერთდა. მემორანდუმს ხელი თავად ოქრიაშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ მოაწერეს.
„ყოველთვის ვიქცეოდი დამოუკიდებლად და აზროვნება მქონდა დამოუკიდებელი და კენჭისყრებშიც დამოუკიდებლად ვმონაწილეობდი. თუ რომელიმე პოლიტიკურ გუნდთან ერთად მაკავშირებდა რამე ურთიერთობამ, ამას დავარქმევდი მოკავშირეების ურთიერთობას და არა წევრობას, მე ორი დღეა გავხდი პარტიული და წარმოვადგენ პარტია “პროგრესს” – განაცხადა ოქრიაშვილმა.
შეგასენებთ, 2016 წელს ოქრიაშვილი საკანონმდებლო ორგანოში ქართული ოცნების კვოტით მოხვდა. ხოლო 2008-2012 წლის მოწვევის პარლამენტში იგი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.
2012 წელს ოქრიაშვილი ამავე მაჟორიტარული ოლქიდან პარლამენტში კვლავ ნაციონალური მოძრაობის სახელით მოხვდა. თუმცა, მან არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვების შემდეგ, პარტია მალვე დატოვა და საკანონმდებლო ორგანოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით დარჩა.
2004-2008 წლებში კი – იგი ამავე მაჟორიტარულ ოლქში საინიციატივო ჯგუფს წარმოადგენდა.
კახა ოქრიაშვილი შემოდგომის არჩევნებისთვის ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატების სიაში ვერ მოხვდა.











