პარტია “პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერის კახა ოქრიაშვილის განცხადებით, 6 მარტს, “TV პირველის“ ეთერში გასულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, გამოძიება უნდა დაიწყოს და ამასთან, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს.
“სულ რომ არაფერი ვთქვათ კრიმინალის, სუს-ისა და პოლიციის ჩართულობით გაყალბებულ არჩევნებზე და წინა პრემიერის, გიორგი გახარიას გადადგომაზე, რომელმაც სწორედ პოლიტიკური ნიშნით ძალადობა და უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის ოფისზე თავდასხმა გააპროტესტა, მხოლოდ ეს ჩანაწერები წარმოადგენს საფუძველს რიგგარეშე არჩევნების ჩასატარებლად. პლებისციტის დრო ქვეყანაში აღარ არის, ვითხოვთ დაუყოვნებლივ რიგგარეშე არჩევნებს!“, – ნათქვამია კახა ოქრიშვილის მიერ გავრცელებულ განაცხადებაში.
ცნობისთვის, “ტვ პირველის” ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, დასჯას უკვეთავს.











