დმანისში, სოფელ ჯავახეთში საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ოქრიაშვილი დაჭრეს. ის გაერთიანებული ოპოზიცია – ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის ნათესავია.
კახა ოქრიაშვილის განცხადებით, მას მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
არსებული ინფორმაციით, მერაბ ოქრიაშვილი ფეხშია დაჭრილი. ის თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაში გადმოიყვანეს.
მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.











