„სააკაშვილმა უარი თქვა სამშობლოზე, უარი თქვა მოქალაქეობაზე. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატაც მისი დასახელება კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურად გაკოტრებულია“,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრის წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილზე დამოკიდებული პარტიისთვისპ ოლიტიკური მომავალი ნულის ტოლია.
„მე არ ვიცი, რა გზით აპირებს სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას. ამაზე ბევრჯერ ვისაუბრეთ, თუ ის გადაწყვეტს ჩამოსვლას, ჩამობრძანდეს არ არის პრობლემა, მას ელოდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, რადგან განაჩენები არსებობს. ეს არ არის მუქარა, ეს არის ფაქტი. ამ აბსოლუტურად არასერიოზულ ადამიანს, როგორც ჩანს, უკრაინაშიც აღარ დაედგომება. თუ მაინც გადაწყვეტს ჩამობრძანდეს, მას ელოდება დაკავების პროცედურა, ასეთია რეალობა და იმ სასჯელის მოხდა, რომელიც მისჯილი აქვს დამოუკიდებელი ქართული სასამართლოს მიერ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი წარადგინა. გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ ცოტა ხნის წინ მიიღო.
ყოფილი პრეზიდენტი საკუთარ გეგმებთან დაკავშირებით განცხადებას დღეს საღამოს გააკეთებსს.











