გორში მეხანძრე-მაშველებმა ქალი გადაარჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ გორში ერთ-ერთ საცხოვრებლ კორპუსში, მეოთხე სართულზე იყო ხანძარი და სახლში იმყოფებოდა მწოლიარე ქალი.
სახანძარი-სამშველო ჯგუფები ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადნენ და ქალის ძლიერი დაკვამლიანებიდან უვნებლად გამოყვანა შეძლეს, მას ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმრების ექიმები ამოწმებენ. მეხანძრე-მაშველბმა კორპუსის ევაკუაციისას ასევე გამოიყვანეს 2 მამაკაცი.
ხანძარი ლოკალიზებულია, ქრობის სამუშაობში ჩართულია 3 ეკიპაჟი“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.











