ფარავნის ტბაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო.
უბედური შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ტბაში საბანაოდ შევიდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.











