პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ვანში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გივი ჭიჭინაძის წარდგენაზე იმყოფება.
„დიდი პატივია დღეს ამ შეხვედრაში მივიღო მონაწილეობა, ამ ანტიკური ისტორიის მქონე მხარეში, მუნიციპალიტეტში, ქალაქში ვისაუბროთ მომავალზე, რისი გაკეთება შევძელით და რისი გაკეთება შეგვიძლია მომავალში.
მე ვანთან განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს, მეამაყება რომ ჩემს შვილებს პირდაპირი მშობლიური კავშირი აქვთ ვანთან. რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანი, როდესაც არჩევანს აკეთებს ფიქრობს ორ ძირითად საკითხზე, პირველი, რისი გაკეთება შევძელით ერთად, რისი გაკეთება შეძლო ამ გუნდმა, მეორე-რის გაკეთებას შეძლებს ეს გუნდი მომავალში. რა თქმა უნდა, ორივე კითხვაზე მოკლე პასუხი გვაქვს, გულწრფელი და მკაფიო პასუხი. ჩვენ თქვენი მხარდაჭერით ყველაზე უკეთ შევძელით ამ წლების განმავლობაში დაგვეცვა ჩვენი სამშობლოს, მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენ ყველაზე უკეთ შევძელით წინა ნებისმიერ ხელისუფლებასთან შედარებით ზრუნვა ადამიანზე, მის ჯანმრთელობაზე და უფლებების დაცვაზე“, – განაცხადა თალაკვაძემ.











