დღეს „ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატად არმაზ ახვლედიანი წარადგინა.
როგორც დავით ბაქარაძემ განაცხადა, არმაზ ახვლედიანი არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსი ქართულ რეალობაში და სწორედ ის იბრძოლებს გარდამტეხი ცვლილებებისათვის, რათა თითოეული ბათუმელის ცხოვრება გახადოს უკეთესი.
„ეს ადგილი სიმბოლურია ჩემთვის. აქ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვასწავლიდი პოლიტოლოგიას. მხოლოდ იმიტომ, რომ საგანთან ერთად ვქადაგებდი თავისუფლებას, მგლის ბილეთით გამაძევეს უნივერსიტეტიდან. 25 წლის შემდეგ როგორც წარმოვიდგენდი, რომ ამ უნივერსიტეტში, მთელ ბათუმში და საქართველოში, იქნებოდა ისეთი ვითარება, რომ
თავისუფლების ქადაგება, თავისუფლების სიყვარული, კვლავაც იქნებოდა მიუღებელი მმართველებისთვის და მედროვე ადამიანებისთვის. ამიტომ რადიკალური ცვლილებების ტალღა უნდა დაიწყოს ბათუმიდან.
ჩემთვის ყველაზე მისაღები გადაწყვეტილებაა, ვიყო ევროპულ საქართველოსთან, იმიტომ, რომ
ვფიქრობ ამ პარტიამ ყველაზე უფრო გაიაზრა წარსულის შეცდომები, ყველაზე მეტად ახასიათებს გუნდურობა და ყველაზე მეტად იცის რას ნიშნავს სამართლიანი, დემოკრატიული და ჰუმანური მმართმთველობა. ჩემი ღრმა რწმენით ბათუმელები, რომელთაც მობეზრდათ ამდენი გაუთავებელი ექსპერიმენტი, მობეზრდათ შიში, გაუგებრობაში, კორუფციის ჭაობში, დამახინჯებულ ქალაქში ყოფნა, გააკეთებენ სწორ არჩევანს”- განაცხადა არმაზ ახვედიანმა.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











