“ირაკლი ღარიბაშვილი იქამდე არ მოისვენებს, ვიდრე არ გახდება პარტიის თავმჯდომარე”,- ასე ეხმაურება ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი არმაზ ახვლედიანი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ, შესაძლოა, ირაკლი ღარიბაშვილი დაინიშნოს, ირაკლი კობახიძემ კი საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლოს.
“ის ვერ აიტანს ვერც კობახიძეს და ვერც გახარიას იტანდა და ვერც ვერავის სხვას. შესაბამისად, ახლა არის ბრძოლის გადამწყვეტი ფაზა, რომ ჩაიგდოს ხელში პარტიული თანამდებობა და იგრძნოს თავი გაცილებით კომფორტულად და დაცულად”,- განაცხადა ახვლედიანმა.











