fbpx
18/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სიტყვა „დაპირებამ” ფასი დაკარგა – ბაქრაძე

13:56 სექტემბერი 22, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
797
ნახვა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, დღეიდან ევროპული საქართველო მოსახლეობას დაურიგებს ვალდებულებათა ბარათს, რომელიც რიგ რეფორმებს მოიცავს, რომელთა შესრულების ვალდებულებასაც იღებს ევროპული საქართველო.

დავით ბაქრაძის თქმით, ეს არ არის მხოლოდ დაპირება, და ევროპული საქართველო ხელშეკრულებას დებს მოქალაქეებთან, სადაც ყველა ვალდებულებაზეა საუბარი.

დავით ბაქრაძის თქმით, ვალდებულებათა ბარათი და ხელშეკრულება ხალხთან ნათლად აჩვენებს, თუ რას უნდა დაუჭიროს მოსახლეობამ მხარი ოქტომბრის არჩევნებზე და ვის უნდა მოთხოვოს პასუხი, თუ ეს დაპირება არ შესრულდა.

„ქვეყანა შესულია ძალიან მძიმე სოციალურ-ეკონოიკურ კრიზისში და ამ კრიზისიდან გამოყვანას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, კონკრეტული გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს მომავლისთვის. ასეთი გეგმა გააჩნია “ევროპულ საქართველოს”. ჩვენთვის ეს არ არის დაპირება, რადგან სიტყვა “დაპირებამ” ფასი აბსოლუტურად დაკარგა. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას საქართველოს მოსახლეობის წინაშე და ამ ვალდებულებაზე თითოეული ჩვენთაგანი ვაგებთ პასუხს.

·         ეს ვალდებულებაა ის, რომ გადასახადებს შევამცირებთ და მათი შემცირების შემდეგ, ყოველწლიურად შევქმნით ქვეყანაში 100 ათას სამუშაო ადგილს და თითოეულ ოჯახს დავუზოგავთ ყოველწლიურად 2000 ლარს.

·          ვალდებულებაა, რომ პენსიას, სოციალურ დახმარებას და დევნილთა დახმარებას

·         ვალდებულებაა, რომ სახელმწიფოს ხელში არსებულ  ქონებას გადავცემთ კერძო საკუთრებაში ადამიანებს, რომ ქონება გამოიყენოს ხალხმა და არა მთავრობამ

·          ვალდებულებაა, რომ ქვეყანაში მოვიწვევთ უცხოელ მოსამართლეებს, ავამუშავებთ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუს და ქვეყანაში გვეყოლება თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო.

ყველა ეს ვალდებულება გახლავთ აუცილებელი იმისათვის, რომ ქვეყანა გამოვიდეს ძალიან მძიმე ეკონომიკური და სოციალური კრიზისიდან და ჩვენ გვაქვს გაწერილი გეგმა და ვალდებულებები და დღეიდან ჩვენი გუნდი მოსახლეობას დაურიგებს ამ ვალდებულებათა ბარათს და თითოეულ ადამიანს ეცოდინება რას აძლევს ხმას არჩევნებზე, რას უნდა ელოდოს და ვის უნდა მოთხოვოს პასუხი, თუ ეს დაპირებები არ შესრულდა.

გვექნება ორი დოკუმენტი, ერთი არის ვალდებულებათა ბარათი, სადაც მოკლედ არის გაწერილი ყველა ის ვალდებულება, რასაც ვიღებთ. მეორე იქნება ხელშეკრულება ხალხთან, რომელზეც იქნება პარტიის ლიდერების ხელმოწერა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პირადად ვაგებთ პასუხს ყველა იმ ვალდებულებაზე, რასაც ხალხის წინაშე ვიღებთ. მას ექნება პოლიტიკური ვალდებულებითი ძალა და ეს არ იქნება ჰაერში გასროლილი დაპირება”,- განაცხადა  დავით ბაქრაძემ.

თეგები: დავით ბაქრაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

პასუხი შს მინისტრის, ისევე, როგორც პრემიერის განცხადებებზე, არის ერთი, ეს არის გადადგომა – დავით ბაქრაძე

ივლისი 18, 2021
772
პოლიტიკა

მმართველი გუნდი საკუთარი ინტერესის გასატარებლად არაფრად მიიჩნევს ვენეციის კომისიას და ევროპელ პარტნიორებს – დავით ბაქრაძე

ივნისი 10, 2021
776
პოლიტიკა

ჭორია, რომ გახარიას კეზერაშვილი აფინანსებს – დავით ბაქრაძე

ივნისი 3, 2021
792

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია