პასუხი შს მინისტრის, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრის განცხადებებზე, არის ერთი, ეს არის მათი გადადგომა, მან ვერ მოახდინა ძალადობის პრევენცია იმის მიუხედავად, რომ ეს ძალადობა დროში წინასწარ იყო დაანონსებული. – ამის შესახებ ჟურნალისტებთან დეპუტატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
“შსს-მ ვერ მოახერხა ამ ძალადობის აღკვეთა რუსთაველზე, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ვიცოდით, ძალადობის ეპიცენტრი იქნებოდა პარლამენტის წინ. მან ვერ მოახერხა რეალური დამნაშავეების დაკავება და დასჯა იმის მიუხედავად, რომ პირდაპირი ეთერებიდან ყველამ ვიცით ვინ დგას ამ დანაშაულის უკან.
ცალკე აღნიშვნის ღირსია, თუ როგორ იქცევა შსს ლექსო ლაშქარავას საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, როცა საქმის გამოძიების ნაცვლად, ჩვენ ვხედავთ გარდაცვლილი ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას. ამიტომ მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად სოლიდარულები უნდა ვიყოთ ჟურნალისტების მოთხოვნების მიმართ და პასუხი მინისტრის, ისევე როგორც პრემიერ- მინისტრის განცხადებებზე, არის ერთი, ეს არის გადადგომა შს მინისტრისა და პრემიერ- მინისტრის, უკვე შემოდგომაზე კი “ქართული ოცნების” მთლიანად დამარცხება არჩევნებზე”, – განაცხადა ბაქრაძემ.









