მერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე საქართველოში აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ვიზიტს აფასებს. მისი თქმით, სენატორების ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი და დროულია.
„ძალიან მნიშვნელოვანი და დროულია ამერიკელი სენატორების ვიზიტი საქართველოში, ეს არის აშშ-ის მხრიდან საქართველოს ძალიან მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოვლინება. ძალიან მნიშვნელოვანია ეს გამომდინარე იმ გამოწვევებიდან, რომლის წინაშეც საქართველო დგას. ამერიკელი სენატორები, შაჰინი და პორტმანი არიან მტკიცე მხარდამჭერები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციის.
ჩვენთვის დღესდღეობით, არსებული გამოწვევების ფონზე, რაც უკავშირდება რეგიონში გართულებულ ვითარებას, რაც უკავშირდება პოსტპანდემიურ ეკონომიკურ გაჯანსაღებას, ამ თვალსაზრისით მათი მხარდაჭერა იქნება მნიშვნელოვანი, მით უმეტეს, გათვალისწინებით იმ ფაქტისა, რომ აშშ-ის კონგრესში იწყება როგორც აპროპრიაციის, ასევე თავდაცვის ავტორიზაციის აქტების განხილვა და ამ თვალსაზრისით მათთვის ინფორმაციის მიწოდება საქართველოს უმაღლესი ხელისუფლებისგან იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ,საქართველოს სენატორ ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობით, კონგრესის დელეგაცია ეწვია.









