fbpx
18/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

გოგი მეშველიანი ბოლნისის ინციდენტზე განმარტებას აკეთებს

21:38 სექტემბერი 27, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
916
ნახვა

„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი მის ოჯახის წევრის მისამართით გამოთქმულ ბრალდებას პასუხობს.

გოგი მეშველიანი მომხდარის შესახებ დეტალებს ჰყვება. მისივე განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან მოხდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებზე თავდასხმა. მეშველიანის ინფორმაციით, ინციდენტის დროს მისი ძმა შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული საინფორმაციო დეპარტამენტები ავრცელებენ ამ ინფორმაციას. რეალურად აბსოლუტურად სხვა სურათი იყო. ჩვენი აქტივი აგიტაციას ეწეოდა სოფელ ნახიდურის ტერიტორიაზე. მულტიეთნიკური ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში იყვნენ როგორც ჩვენი აზერბაიჯანელი, ასევე ქართველი აქტივისტები, აკრავდნენ პლაკატებს, ესაუბრებოდნენ მოსახლეობას.

შესვენების პერიოდში დასხდნენ ერთ-ერთ ჩაიხანაში, სადაც მათზე მოხდა თავდასხმა. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თავდასხმის ინიციატორი და მთავარი მონაწილე იყო არიფ იუსუფოვი. ის ადგილობრივი „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის უფროსია. ჩემი ძმა ამ დროს ადგილზე არ იმყოფებოდა. ის იმყოფებოდა ნახიდურშივე ჩვენს მიკროშტაბში.

როცა გაიგეს, რომ თავდასხმა მოხდა რამდენიმე მეგობართან ერთად მივიდა, მოახერხეს სიტუაციის განმუხტვა. ჩვენი აქტივისტები და „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები დააშორეს ერთმანეთს და გამოიყვანეს ჩვენი შტაბისკენ.

ამ დროს უკვე „ნაცმოძრაობის“ სხვა წარმომადგენლების მობილიზება და თავდასხმა ხდება ჩვენს აქტივისტებზე, რა დროსაც იუსუფოვმა საკმაოდ მძიმე კეტით შეიარაღებულმა თავი გაუტეხა ჩვენს აქტივისტს და რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ძალიან დიდი იმედია მაქვს, რომ ჩვენი სამართალდამცველები ძალიან მალე გამოიძიებენ მომხდარ ინციდენტს და ყველა ადამიანი თავისი დანაშაულის შესაბამისად აგებს პასუხს. კიდევ ერთ ნიუანსს მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენს აქტივისტებს შორის იყო ერთ-ერთი ადამიანი ხაიან მუსაევი, ვისთანაც 2 დღის წინ, „ნაცების“ წარმომადგენელი იუსუბოვი მივიდა სახლში და ემუქრებოდა მის ოჯახის წევრებს, თვითონ ხაიანი არ დახვდა ადგილზე.

შემდეგ ერთ-ერთ კაფეში, სადაც ხაიანი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა მივარდა იუსუბოვი და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. იყო მუქარა, რომ თუ სოფელში მუსაევის მხრიდან აგიტაცია იქნებოდა, ფიზიკურად გაუსწორდებოდა“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „მთავარმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოგი მეშველიანის ძმა დაახლოებით ათამდე მხარდამჭერთან ერთად ჩაიხანაში შეიჭრა და პოლიტიკური ოპონენტებს სცემა.

 

თეგები: ბოლნისიინციდენტი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

პედაგოგს, რომელმაც მოსწავლეს საფულის მოპარვა დააბრალა, საათები ჩამოართვეს

მაისი 25, 2021
945
მთავარი ამბავი

იტალიის პრემიერ-მინისტრმა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს დიქტატორი უწოდა

აპრილი 9, 2021
801
Accident or crime scene cordon tape, police line do not cross. It is nighttime, emergency lights of police cars flashing blue, red and white in the background
სამართალი

თბილისში, ყაზბეგის გამზირზე „ავერსის“ ფილიალში ინციდენტი მოხდა

ნოემბერი 29, 2020
1.6k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია