იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ურსულა ფონ დერ ლეიენთან დაკავშირებული ინციდენტის გამო დიქტატორი უწოდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
„აბსოლუტურად არ ვეთანხმები ერდოღანის ქცევას პრეზიდენტ ფონ დერ ლეიენის მიმართ. ვფიქრობ, ეს არ იყო შესაფერისი საქციელი და ძალიან ვწუხვარ დამცირებისთვის, რაც ფონ დერ ლეიენმა განიცადა. მოდით ვუწოდოთ მათ რაც არიან – დიქტატორები ”, – განაცხადა დრაგიმ.
ცნობისთვის, ანკარაში ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი, ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ამსახველ კადრებში ჩანს, რომ მიშელი და ერდოღანი მათთვის წინასწარ გამზადებულ სავარძლებში ჩასხდნენ, სავარძლის გარეშე დარჩენილი ფონ დერ ლეიენი კი დივანზე ჩამოჯდა.
თურქული მედიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის სიტყვების გამო ანკარაში იტალიის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
ერდოღანთან შეხვედრის დროს ევროკომისიის პრეზიდენტი სკამის გარეშე დარჩა – ნახეთ ვიდეო











