თურქეთის პრეზიდენტი ჯო ბაიდენს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ განცხადების შეცვლისკენ მოუწოდებს.
ინფორმაციას ამის შესახებ NBCNEWS-ი ავრცელებს.
ერდოღანის განცხადებით, შტატების ეს ნაბიჯი თურქეთთან ურთიერთობებს აფუჭებს.
შეგახსენებთ, რომ 24 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ, 1915-1923 წლებში, სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა.











