fbpx
11/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ფიქრია ჩიხრაძე მოლაშვილის საქმის პროკურორის „ლელოში“ ყოფნას „გარკვეულ უხერხულობად“ მიიჩნევს

02:16 ოქტომბერი 1, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.2k
ნახვა

ხომ არ არის უხერხული ერთ პარტიაში იმ საქმის პროკურორთან ერთად ყოფნა, რომელზეც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ეთერით ფიქრია ჩიხრაძე ხშირად საუბრობდა და სასამართლოსა და საგამოძიებო უწყებას აკრიტიკებდა? – „პრაიმტაიმნიუსის“ კითხვას თავად „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე პასუხობს.

მიუხედავად იმისა, რომ ვალერი გრიგალაშვილი „ლელოს“ საპარლამენტო საარჩევნო სიაში არის, ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ ვალერი გრიგალაშვილზე, როგორც პროკურორზე მეტი პასუხისმგებლობა სასამართლოს ჰქონდა.

ფიქრია ჩიხრაძე ამბობს, რომ მისი პარტიაში ყოფნა, შესაძლოა გარკვეულ უხერხულობასაც იწვევდეს. თუმცა, ამბობს, რომ გრიგალაშვილის წინააღმდეგ არცერთი გამამტყუნებელი განაჩენი არ არსებობს და ის „ლელოში” თავისი ინიციატივით მივიდა…

„ვალერი გრიგალაშვილი ბორჯომის ორგანიზაციის ოფისის წარმომადგენელია „ლელოში“. როგორც რეგიონული კვოტა, ისე აღმოჩნდა ჩვენს სიაში. რაც შეეხება მის წარსულ მოღვაწეობას, ძალიან სერიოზული კითხვები და პროტესტი იყო მის პროკურორობასთან დაკავშირებით, მაგრამ განსაკუთრებული პროტესტი გვქონდა სასამართლოსთან.

ერთია, რას იძიებს პროკურატურა და მეორეა რა გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. იმის ფონზე, რომ მთელი სასამართლო შემადგენლობა სტრასბურგგამოვლილი განაჩენების აღმასრულებლები იყვნენ და ისინი დღეს, სასამართლო სისტემაში წამყვან ძალად გვევლინებიან, ასეთ დროს, ერთი კონკრეტული პროკურორის ბრალის ძიება მხოლოდ პოლიტიკური თემა იქნებოდა.

ხელისუფლებამ ბევრი დრო გაუშვა, წლობით კი არ შემოდებულიყო საქმეები თაროზე, არამედ – ხელისუფლების ცვლილებიდან მალევე, სამართლიანობა აღდგენილიყო, როგორც თავად ამბობდნენ და ხალხს ჰპირდებოდნენ.

–  სულხან მოლაშვილის საქმეს რომ დავუბრუნდეთ, პროკურორის ფაქტორი არაფერს ნიშნავდა, განსხვავებით მოსამართლისგან?

–  სასწორზე ასაწონად რთულია, ვისი როლი უფრო მძიმეა, მაგრამ ფაქტია, მთელი სიმძიმე სასამართლოზე მოდიოდა. შესაძლოა, გამოძიებამ შეცდომები დაუშვას, მაგრამ სასამართლო იმისთვისაა, რომ ყველა მხარეს მოუსმინოს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება.

–  როგორ ფიქრობთ, მოლაშვილის საქმეში პროკურორის შეცდომები იყო, თუ სასამართლო სისტემასთან თანამშრომლობის შედეგი?

–  მთლად შეცდომას ვერ დავარქმევდი. ალბათ, ეს სისტემური პრობლემები, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში არსებობდა და ეს ბევრი მიმართულებით გამოვლენილი იყო, მათ შორის – პროკურატურაში, პარლამენტში, მედიაში. ჩვენი ამოცანაა – ასეთი სისტემური დაკვეთებისგან იქნეს სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოების გათავისუფლება.

ეს რეფორმა უცხოეთში განათლებამიღებული ახალგაზრდების მასიური მოსვლით უნდა განხორციელდეს, იმიტომ, რომ სისტემამ დააზარალა ისინი, ვინც ნებსით თუ უნებლიეთ მონაწილეობდა.

–  საუბრობთ ახალ სახეებზე, სისტემის ცვლილების აუცილებლობაზე… ამის გათვალისწინებით, უხერხული ხომ არაა ისეთი გახმაურებული საქმის პროკურორის ყოფნა „ლელოს“ სიაში, როგორიცაა ვალერი გრიგალაშვილი?

–  შესაძლოა, იყოს ამ მხრივ გარკვეული უხერხულობა… ჩემთვის არის ასეთი პრობლემა, მაგრამ არ მინდა, ყველა იმ ადამიანზე, რომლებიც იმ სისტემაში იყვნენ, სტიგმა ვრცელდებოდეს და აღარ შეეძლოთ ყოფნა. ეს სტიგმა სწორედ იმათზე უნდა ვრცელდებოდეს, ვინც საკვანძო თანამდებობებზე იმყოფებოდნენ და ამ სისტემაში აღარ უნდა იყვნენ. დარწმუნებული ვარ, ვალერი გრიგალაშვილიც ამ სისტემაში, ყოველ შემთხვევაში  „ლელოს“ განზრახვა არაა, რომ ის ამ სისტემაში იყოს.

რაკი მის მიმართ არცერთი გამამტყუნებელი განაჩენი არ არის, ვერ ავუკრძალავთ ადამიანს არსებობას და ცხოვრებას. მან რაიონულ ორგანიზაციაში აქტიურობა გადაწყვიტა და სწორედ ამ ნიშნით აღმოჩნდა ის და არა რომელიმე სამართალდამცავ ორგანოში თანამდებობაზე არ არის.

– ვალერი გრიგალაშვილის „ლელოს“ რიგებში ყოფნა, ლიდერებს შორის აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი იყო?

– მესმის ინტერესი, მაგრამ მგონია, რომ აბუქებთ ამ თემას…  ვალერი გრიგალაშვილი საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელია. „ლელოს“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელები ჯერ არ ჰყავს არჩეული, ამაში პანდემიამ ხელი შეგვიშალა. ამიტომ,  ეს მომავალი წლისთვის გადავდეთ.  როცა რაიონულ ორგანიზაციებში ლიდერები შეირჩევა, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება.

–  თვითონ გამოთქვა სურვილი ყოფილიყო „ლელოში“ თუ პარტიამ შესთავაზა მას?

–  როგორც ვიცი, თავად გამოთქვა ამის სურვილი.

​

თეგები: 2020 წლის არჩევნებილელო

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

“ლელო” მედიის გადასახდებისგან გათავისუფლებას ითხოვს

ნოემბერი 30, 2021
792
პოლიტიკა

„ლელომ“ საპარლამენტო ბოიკოტი შეწვიტა

ნოემბერი 22, 2021
778
პოლიტიკა

პარტია ლელო ახალქალაქში ორმა წევრმა დატოვ

სექტემბერი 6, 2021
778

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია