ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე არ ფლობს ინფორმაციას, დატოვა თუ არა თანამდებობა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
„მე არაფერი ვიცი. ეს ინფორმაცია ჩემთვის არ არის ცნობილი“, -განაცხადა ენდელაძემ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ თანამდებობა დატოვა.










