ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე მიიჩნევს, ჯანდაცვის სექტორს სხვა გამოსავალი არ აქვს და საველე ჰოსპიტლები უნდა გაკეთდეს.
„როცა უკვე საველე ჰოსპიტალებზეა ლაპარაკი, გასაგებია რა დღეშია ჰოსპიტალური სექტორი. უნდა გაკეთდეს ეს, სხვა გამოსავალი არა აქვს ჯანდაცვის სისტემას. გვიწევს გადარჩევა პაციენტების, როდესაც უკვე ლაბორატორიული მონაცემები იწყებს გაუმჯობესებას, ჩვენ იძულებული ვართ გავწეროთ პაციენტები და დავაწვინოთ ახალი. თუმცა, ესეც არ არის უკვე საკმარისი, როდესაც ამდენია დაინფიცირებული. ყველა უნდა ვიყოთ პირბადით – ეს აუცილებელია, უნდა ვიყოთ აუცილებლად დისტანციით ერთმანეთთან და ძალიან აუცილებელია თავშეყრის ადგილების ამ ეტაპზე არ არსებობა,” – განაცხადა ენდელაძემ.
პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტროში ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ორ დღეში შეხვედრაა დაგეგმილი. შემუშავდება კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც მოგვიანებით საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება.










