ბაღდადში, ე.წ. მწვანე ზონასთან ახლოს, ორი რაკეტა ჩამოვარდა. თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ერთ-ერთი რაკეტა სასტუმრო „ბაბილონთან“ დაეცა, რომელშიც ერაყში სამოგზაუროდ ჩასული ადამიანები ჩერდებიან და ზოგჯერ სამთავრობო დონის შეხვედრები იმართება.
ერაყელი სამხედროები თავდასხმაში „ტერორისტულ ჯგუფებს“ ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ რაკეტები დედაქალაქის დასავლეთ ნაწილიდან გაისროლეს.










