დღეს, ხუთშაბათს დილით, ბაღდადში ორმა თავდამსხმელმა თავი ბაზრობაზე აიფეთქა. შედეგად დაიღუპა 13 და 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

სიტუაცია ასე განვითარდა: ერთი თავდამსხმელი მაღაზიაში შევიდა, მოიტყუა, რომ ცუდად იყო და დახმარება ითხოვა, რითიც ხალხი ახლოს, გარშემო შემოიკრიბა და თავი აიფეთქა. მეორემ კი, შემთხვევის ადგილზე მოტოციკლით შეიჭრა და ასაფეთქებელი ჟილეტით მეორე აფეთქება მოაწყო.
ერაყში მსგავსი შემთხვევები 2005-2007 წლებში ხშირად ხდებოდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სუიციდი, ბაღდადში, თითქმის 2 წელია არ მომხდარა.











