ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძე პროკურატურის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ივერი მელაშვილისა და კომისიის წევრის, ნატალია ილიჩოვას დაკავების ფაქტს ეხმაურება.
როგორც მან „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ჩანს, რომ გამოძიების უკან კიდევ უფრო სერიოზული პრობლემა იმალება.
„ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიებას და სასმართლოს გადაწვეტილებას. რატომ უნდა ნერვიულობდეს ოპოზიცია იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“, თუ საარჩევნო კუთხით შევხედავთ ამ ყველაფერს, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე დააკავა კომისიის წევრები, თუ ამას არა აქვს მათთვის პოლიტიკური მნიშვნელობა.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არის ძალიან პრინციპული.
როგორც ჩანს, ამ გამოძიების უკან, კიდევ უფრო სერიოზული პრობლემა იმალება, რა შეთანხმება შედგა აზერბაიჯანთან?! – სავარაუდოდ, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა სააკშვილის და ოპოზიციის. „ნაციონალური მოძრაობს“ დროს ჩიტიც ვერ დაფრინავდა სააკშვილის გარეშე. სრულიად წარმოუდგენელი იყო მაშინ ამ კიმისიის წევრებს ასეთი გადაწყვეტილებები მაღალი ეშელონების გარეშე მიეღოთ“,- განაცხადა ბოჟაძემ.
ინფორმაციისთვის, ინფორმაციისთვის, დღეს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა.











