“ოპოზიციას 18 თებერვალს ნაცებში ოფისში, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დასახელების გამო, ღიმილი რომ შეაშრა სახეზე, იმის მერე სულ სახე ჩამოსტირი”, – ასე ეხმაურბა ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში თაკო ჩარკვიანის სტატუსს, რომელშიც ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობას დატოვებს.
,,ოპოზიციას 18 თებერვალს ნაცების ოფისში, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დასახელების გამო, ღიმილი რომ შეაშრა სახეზე იმის მერე სულ სახე ჩამოდტირის. თუმცა, დღეს მაინც გულიანად გაგვაცინა ყველანი თაკო ჩარკვიანმა, თურმე ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი აღარ იქნება, როცა ის ასე მტკიცედ დადგა სახელმწიფოს და ეკლესიის ინტერესების სადარაჯოზე, როცა ასეთი მაღალი მხარდაჭერა აქვს ქვეყნის გარეთ და შიგნით პრემიერ-მინისტრს, ეს განცხადება განსაკუთრებულად კომიკურად გამოიყურება, მთლად ისე კომიკურადაც არა, როგორც ოპოზიციის დიდი ნაწილი’’, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.











