fbpx
17/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„როგორც ჩანს, იმაზე მეტი იმალება, ვიდრე შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს“ – კობახიძე დავით გარეჯის საქმეზე

19:03 ოქტომბერი 9, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
837
ნახვა

„მნიშვნელოვანია, რომ არა დაბალ დონეზე დარჩეს პასუხისმგებლობა თუ არსებობს, არამედ მთავარი პასუხისმგებელი ასეთი დანაშაულების შემთხვევაში, არის მაღალი რანგის თანამდებობის პირი“- ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე კარტოგრაფების საქმეს. კობახიძე საუბრობს, რომ მსგავსი დანაშაულები დაბალ დონეზე ვერ იქნება ჩადენილი და მას მომზადება და აღსრულება სჭირდება.

„სავარაუდო დანაშაულზეა საუბარი. ჩვენ ვიცავთ უდანაშაულობის პრეზუმფციას. ასეთი სავარაუდო დანაშაულები ვერ იქნება ჩადენილი დაბალ დონეზე. ამ ეჭვს თავისი საფუძველი აქვს, თუმცა ეს არის ეჭვი. ჩვენთვის მთავარია, დაველოდოთ სამართალდამცავი ორგანოების პოზიციას. მთავარია ამ საკითხის მოგვარება ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა.

საეჭვო პოლიტიზება ამ საქმის მიუთითებს იმაზე, რომ როგორც ჩანს, იმაზე მეტი იმალება, ვიდრე შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. არ ვიცი, რა მოტივი ჰქონდა ,,ნაციონალურ მოძრაობას“ თავის დროზე, როცა შემოხაზა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები, რამაც რუსეთის ფედერაციას გაუადვილა ოკუპაცია, ბორდერიზაცია, რომელიც დღემდე წარიმართება. რა მოტივაცია უნდა ჰქონოდათ ამ შემთხვევაშიც. ეს არის ერთადერთი რამის გამოვლინება, ამ ადამიანებს არ უყვარდათ საკუთარი ქვეყანა და საკუთარი სამშობლო. სხვა მოტივაციას მე ვერ ვხედავ.

ჩვენ ვიცავთ უდანაშაულობის პრეზუმფციას, თუ სახეზეა დანაშაული, ამ დანაშაულს სჭირდებოდა მომზადება და აღსრულება. მნიშვნელოვანია, რომ არა დაბალ დონეზე დარჩეს პასუხისმგებლობა თუ არსებობს, არამედ მთავარი პასუხისმგებელი ასეთი დანაშაულების შემთხვევაში, არის მაღალი რანგის თანამდებობის პირი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, გაირკვეს, მაღალ დონეზე ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ასეთ უმძიმეს ქმედებაზე.

ერთ რამეს შეგახსენებთ, როდესაც აზერბაიჯანელი მესაზღვრეები გადმოვიდნენ იმ ტერიტორიაზე, რომელიც იყო კომისიაში დისკუსიის საგანი, ამას მოაყოლა „ნაცმოძრაობამ“ მთელი თავისი მედიით და თავისი ე.წ. ექსპერტებით შტურმი ,,ქართულ ოცნებაზე“ და ისინი საუბრობდნენ, რომ ,,ქართულმა ოცნებამ“ ეს დაუშვა და დღეს, როდესაც გაირკვა, რომ თურმე ეს ყოფილა იმ ადამიანების ბრალეულობა, რომლებიც ამ ყველაფერში მონაწილეობდნენ, ისინი პირიქით, ამ ადამიანებს ეფარებიან თავიდან ბოლომდე. მოდით, ორმაგი სტანდარტებით ნუ იხელმძღვანელებენ“- განაცხადა კობახიძემ.

დავით გარეჯის საქმე – ნახეთ დეტალურად

თეგები: დავით გარეჯის საქმე

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვა ხელახლა იწყება​

ოქტომბერი 13, 2021
869
მთავარი ამბავი

განვიხილეთ დავით გარეჯის საკითხი და ძალიან მალე გადაწყდება, ისე როგორც ჩვენ ძმობას და მეგობრობას შეეფერება – ირაკლი ღარიბაშვილი

მაისი 5, 2021
837
პოლიტიკა

დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე სხდომა უახლოეს პერიოდში გაიმართება

მაისი 5, 2021
784

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია