აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ზურაბ პატარაძის თქმით, დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე სხდომა უახლოეს პერიოდში გაიმართება.
მისივე თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ საკითხი ისე გადაწყდება, როგორც ორ მეგობარ ქვეყანას შეეფერება.
„რაც შეეხება დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხს ჩვენს საზღვართან მიმართებაში, პანდემიამ ხელი შეგვიშალა და კომისიის ჩატარება ვერ მოხერხდა.
ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში გაიმართება მორიგი კომისია, სადაც ქვეყნები და მხარეები ვიმსჯელებთ ამ საკითხზე და დარწმუნებული ვარ, საკითხი გადაწყდება, როგორც შეეფერება ორ მეგობარ, სტრატეგიულ, პარტნიორ ქვეყნებს“, – აღნიშნა ზურაბ პატარიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება.
იგი უკვე შეხვდა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. რა თემები განიხილეს პირველმა პირებმა სავარაუდოდ მოგვიანებით გახდება ცნობილი.











