fbpx
30/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

დავით გარეჯის საქმეზე სახალხო დამცველს სასამართლოს მეგობრის სტატუსი მიენიჭა

15:45 მარტი 2, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
840
ნახვა

დავით გარეჯის საქმეზე სასამართლომ სახალხო დამცველს სასამართლოს მეგობრის სტატუსი მიანიჭა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დალი მეტრეველმა მიიღო. შესაბამისად, სასამართლო განხილვების დროს, ომბუდსმენის წარმომადგენელს საქმის ირგვლივ მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა ექნება.

ივერი მელაშვილის ადვოკატის განცხადებით, სახალხო დამცველის მოსაზრებით, საქმე პოლიტიკურად მიტივირებულია.

„ეს დოკუმენტი არის ამ პროცესების ნეიტრალური არბიტრის, სახალხო დამცველის შეფასება მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით, სადაც საუბარია და აღწერილია არა მარტო ის დაბროკოლებები, რომლებსაც ვაწყდებოდით, არამედ ის სამართლებრივი აბსურდი, რომელსაც პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე დაარქვა. ძალიან ლოგიკური დასკვნა აქვს გაკეთებული სახალხო დამცველს, რომ ეს პროცესი ხორციელდება არა მართლმსაჯულების ინტერესებით, არამედ სხვა მიზეზებით, რაც ნიშნავს, რომ ის ეწინააღმდეგება ევროპული კონვენციის, ადამიანის უფლებათა დაცვის და თავისუფლებათა შესახებ მე-18 მუხლის მიზნებს. მე დღემდე არ მახსოვს სახალხო დამცველის მიერ მე-18 მუხლზე აპელირებით გაკეთებული სასამართლო მეგობრის მოსაზრება.

პროკურატურას აქვს არჩეული სტრატეგია, რომლითაც საუბრობს ყოველ მესამე მტკიცებულებაზე, რომლიდანაც ცდილობს, ამოგლიჯოს გარკვეული სიტყვები და დანაშაულის ილუზია შექმნას, რაც შეუძლებელია, მთავარ სასამართლო სხდომაზე ასე დარჩეს. შეიძლება, იოლად მოახერხოს მედიაში, სადაც ოპონენტი არ ჰყავს, მაგრამ ის ამას ვერ შეძლებს სასამართლოზე. ჩვენ მზად ვართ, ყველა მტკიცებულებას ჩავყვეთ დეტალურად, ყველა მოწმე დაიკითხოს დეტალურად. ჩვენ ამ საქმეში დასამალი არაფერი გვაქვს. თითოეული დაინტერესებული ადამიანი ღრმად დარწმუნდება, რომ ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას სახელმწიფომ დაგვიანებით მოუხადა ბოდიში. მათ ბოდიში დღეს და გუშინ ეკუთვნოდათ, მაგრამ ხვალ აუცილებლად მოუხდიან“, – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

დავით გარეჯის საქმეზე დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე შესავალი სიტყვით წარსდგა. მომდევნო სხდომა 29 მარტს, 12:00 საათზე, დაცვის მხარის შესავალი სიტყვით გაგრძელდება.

თეგები: დავით გარეჯის საქმეომბუსმენი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვა ხელახლა იწყება​

ოქტომბერი 13, 2021
868
მთავარი ამბავი

განვიხილეთ დავით გარეჯის საკითხი და ძალიან მალე გადაწყდება, ისე როგორც ჩვენ ძმობას და მეგობრობას შეეფერება – ირაკლი ღარიბაშვილი

მაისი 5, 2021
837
პოლიტიკა

დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე სხდომა უახლოეს პერიოდში გაიმართება

მაისი 5, 2021
783

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია