მეუფე შიო „კარტოგრაფების საქმეზე“ დაკავებულების ბრალეულობის შესახებ, კომენტარს არ აკეთებს, თუმცა გამოთქვამს კმაყოფილებას, რომ დავით გარეჯის თემა ახალ ეტაპზეა.
„მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ერთადერთი სასიხარულო ის არის, რომ ახალ ეტაპზე გადავიდა ეს საქმე. მოძიებულია ძალიან მნიშვნელოვანი მასალები და იმედია, რომ დავით გარეჯის ეს ორი მონასტერი საქართველოს საზღვარში მოექცევა საბოლოოდ, როგორც იყო ეს ისტორიულად“, – განაცხადა მეუფე შიომ.











