„ჩვენი ამოცანა არის, რომ უზრუნველყოთ სასაზღვრო ხაზების შეთანხმება ისე, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებული დავა მოგვარდეს ჩვენი სახელმწიფოს სასრგებლოდ“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალსტებთან საუბრისას განცხადა.
მისი თქმით, დავით გარეჯის საკითხი ყველა ქართველს აერთიანებს.
„სიმართლე არის ის, რომ ეს არის ეროვნული მნიშვნელობის საკითხი. იგი ყოველგვარი პარტიული დღის წესრიგის მიღმაა. დავით გარეჯის საკითხი აერთიანებს ყველა ჩვენს მოქალაქეს. ჩვენ ყველაფერს, რც შეიძლება გაკეთდეს კანონმდებლობის ფარგლებში, გავაკეთებთ, რათა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა იყოს დაცული და გავარკვიოთ ის საკითხები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელიც წლების განმავლობაში იდგა დღის წესრიგში
ამ მომენტში ჩვენი ამოცანა არის, რომ უზრუნველყოთ სასაზღვრო ხაზების შეთანხმება ისე, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებული დავა მოგვარდეს ჩვენი სახელმწიფოს სასრგებლოდ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე საზღვრების დამდგენი კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და კომისიის ყოფილი წევრი დააკავა. კერძოდ – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მლაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
იხილეთ პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეო











