2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელსაც პოლიტიკური პარტიები „გადამწყვეტ არჩევნებად“ მოიხსენიებენ, 16 დღე რჩება. უკვე ცნობილია პარტიების საარჩევნო პროგრამები, პარტიული სიები და მაჟორიტარობის კანდიდატები. ასევე, წინასაარჩევნო გარემო მრავალფეროვანია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებითაც.
ბოლო კვლევების მიხედვით, ამომრჩევლების ნაწილი 31 ოქტომბერს აპირებს არჩევანი გააკეთოს მასზე, ვისი საარჩევნო პროგრამაც მისაღები იქნება. მაგალითად, Edison reaserch-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ყველაზე დიდი წილი (43%) ამბობს, რომ მთავარი ფაქტორი, რის გამოც კონკრეტულ პარტიას ემხრობიან, პარტიის პროგრამაა.
„პრაიმტაიმნიუსი“ გთავაზობთ რამდენიმე პოლიტიკური პარტიის საარჩევნო პროგრამებს მოკლედ და გასაგებად.
„ქართული ოცნება“ – 2020 წლის საარჩევნო პროგრამა
„ქართული ოცნება“ – პროგრამაში საუბარია, რომ შენარჩუნდება და კიდევ უფრო განმტკიცდება ადამიანის თავისუფლება და უსაფრთხოება.
პარტიის პროგრამაში წერია, რომ ადამიანის ღირსება, მისი თავისუფლება და თანასწორობა, ადამიანის უფლებების დაცვა სახელმძღვანელო პრინციპი იქნება; გაძლიერდება პარლამენტის როლი მმართველობის სისტემაში, განსაკუთრებით კი მისი საზედამხედველო ფუნქციები; გაძლიერდება საჯარო სამსახურის სისტემა, მოხდება საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული განვითარება და ანაზღაურების სისტემის გაუმჯობესება; მუდმივად გაუმჯობესდება საჯარო სერვისების ხარისხი და ხელმისაწვდომობა;
პარტია პირობას დებს, რომ უზრუნველყოფს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელებას, რითაც გაფართოვდება ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებები და არანაკლებ მთლიანი შიდა პროდუქტის 7 პროცენტამდე გაიზრდება მუნიციპალიტეტების შემოსავლები;
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის უზრუნველყოფილი იქნება განათლების ფართო ხელმისაწვდომობა და სახელმწიფო ენის სწავლება; განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებზე სწრაფი და ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფას;
საარჩევნო პროგრამის მიხედვით, გაგრძელდება შსს-ს რეფორმირების პროცესი სხვადასხვა მიმართულებით; გაგრძელდება პენიტენციურ სისტემაში სტანდარტების შემდგომი გაუმჯობესება: მსჯავრდებულთათვის უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების შესაძლებლობები, გაუმჯობესდება ჯანდაცვის სერვისები. აშენდება ახალი, მცირე ზომის და საოჯახო ტიპის პენიტენციური დაწესებულებები, რომლებიც მთლიანად იქნება მორგებული მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზანს; აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ნდობის აღდგენის მიზნით, აქტიურად გაგრძელდება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პროგრამა 2020
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პროგრამა 2020#ერთადსაქართველოსწარმატებისთვის ??
Posted by ქართული ოცნება / Georgian Dream on ორშაბათი, 05 ოქტომბერი, 2020
ივანე მაჭავარიანის თქმით, 2024 წლისთვის უზრუნველყოფილი იქნება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 85%-ის შესრულება.
„დასრულდება სახელმწიფო საწარმოების, დღგ-ის ავტომატური დაბრუნების, კაპიტალის ბაზრის, საპენსიო, წიაღის, გადახდისუუნარობის, მეწარმეთა შესახებ კანონის, ენერგეტიკისა და საგადასახადო დავების რეფორმები. შედეგად, ქართული ეკონომიკა უკვე მომავალ წელს დაუბრუნდება პანდემიამდე ნიშნულს, ხოლო 2024 წლამდე, სულ მცირე, 40%-ით გაიზრდება, შეიქმნება დამატებით 200 ათასი სამუშაო ადგილი. ყველაფერი ეს კი ნიშნავს მეტ კეთილდღეობას თითოეულ ოჯახში და საქართველოს ეკონომიკის ინტეგრაციას ევროპულ ეკონომიკურ სივრცესთან“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
საარჩევნო პროგრამის მიხედვით, ჯანდაცვის სფეროს უმთავრეს პრიორიტეტად განისაზღვრება პირველადი ჯანდაცვის სისტემის ფუნდამენტური დახვეწა, რაც უზრუნველყოფს ავადობის ადრეულ გამოვლენას, გააუმჯობესებს მოსახლეობის ჯანმრთელობის მაჩვენებელს.
სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა იქნება. ჯანდაცვაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის მიღწევისთვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, ყველა მოსარგებლე მიიღებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას, მისთვის მოსახერხებელ ადგილას დაყოვნების გარეშე.
გაგრძელდება აუცილებელი მედიკამენტებით უზრუნველყოფა ქრონიკული დაავადებების ეფექტური მართვისთვის. ასაკობრივი პენსია ეტაპობრივად 300 ლარამდე, სხვადასხვა საპენსიო კატეგორიისთვის კი 400 ლარამდე გაიზრდება.
შემდეგი 4 წლის მანძილზე, „ქართული ოცნება“ გეგმავს 13 000 -ზე მეტი დევნილი მოსახლის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაში საუბარია: ბიზნესის მხარდაჭერასა და ენერგეტიკაზე; ინფრასტრუქტურაზე; სოფლის მეურნეობაზე; გარემოს დაცვაზე; ტურიზმზე; თავდაცვაზე; განათლებასა და მეცნიერებზე.
„ნაციონალური მოძრაობა“ – 2020 წლის საარჩევნო პროგრამა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროგრამაში წერია, რომ შეიქმნება 300 000 ახალი სამუშაო ადგილი, საშუალო ხელფასი კი 2000 ლარი იქნება.
განახევრდება მედიკამენტების ფასები, უზრუნველყოფილი იქნება უფასო გამოკვლევები და საყოველთაო ჯანდაცვის გაუმჯობესებული სერვისები
პროგრამის მიხედვით, გაორმაგდება ბავშვების განათლებისთვის დაფინანსება. გაუქმდება საშემოსავლო გადასახად.
ჩვენი ხედვა – მდიდარი ქვეყანა, ძლიერი ოჯახები
? ჩვენი ხედვა – მდიდარი ქვეყანა, ძლიერი ოჯახები!? ჩვენი 5 პუნქტიანი გეგმა:✅ 300 000 – სამუშაო ადგილი, 2000 ლარი – საშუალო ხელფასი;✅ ყველა მოქალაქე დაზღვევის პრემიუმ პაკეტით ისარგებლებს, მედიკამენტების ფასები განახევრდება, გამოკვლევები უფასო და სერვისი მრავალფეროვანი გახდება;✅ განათლების დაფინანსება გაორმაგდება;✅ პენსია 400 ლარი გახდება;✅ საშემოსავლო გადასახადი გაუქმდება.?? #არჩევნები2020? #მიშაპრემიერად
Posted by ერთიანი ნაციონალური მოძრაობა | United National Movement on პარასკევი, 11 სექტემბერი, 2020
პროგრამაში გაწერილია, რომ ბავშვებსა და სტუდენტებს ექნებათ 1500-ლარიანი სკოლამდელი განათლების ვაუჩერი. 2000-ლარიანი სასკოლო ვაუჩერი – გასამმაგებული დაფინანსება. 4500-ლარიანი სახელმწიფო გრანტი – გაორმაგებული დაფინანსება. 100%-იან სახელმწიფო გრანტს მიიღებს სამჯერ მეტი სტუდენტი, ხოლო 1000 ლარი მესამე და ყოველ შემდგომ ახალშობილზე
პენსიონერებს ექნებათ 400 ლარი და მეტი, ხოლო უსახლკაროდ დარჩენილი პენსიორებისთვის, თვითმმართველობებთან თანამშრომლობით, ევროპული სტანდარტის სათემო სახლების შექმნა
200 000-მდე ქულის მქონე ყველა ოჯახის თითოეულ წევრს 100 ლარიანი დახმარება ექნებათ. დასაქმებიდან ორი წლის განმავლობაში ყველა სოციალურად დაუცველს შეუნარჩუნდება დახმარება. მათ სრულად დაუფინანსდებათ ჯანდაცვა და განათლება
„ნაციონალური მოძრაობა“ ამომრჩეველს ჰპირდება: დაბალი, ევროპული საბანკო საპროცენტო განაკვეთსა და სტაბილურ ფასებს – 10 მილიარდი დოლარის უცხოური ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკაში.
ასევე, ქალაქი ლაზიკა – 3.5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, თავისუფალი ეკონომიკური ზონა და მულტისავალუტო რეჟიმი
პროგრამის მიხედვით, მოქალაქეები ისარგებლებენ თავისუფალი სასამართლოთი და კანონით გარანტირებული საკუთრების უფლებით.
„ევროპული საქართველო“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამა
როგორც პარტიაში აღნიშნავენ, პროგრამა მიზნად ისახავს ქვეყნის ღრმა ეკონომიკური, პოლიტიკური და ინსტიტუციური კრიზისიდან გამოყვანას, სწრაფ ეკონომიკურ ზრდასა და ჩვენი თანამოქალაქეების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.
„ევროპული საქართველოს“ ხედვა გადასახადების დაწევა და მეორე მხრივ, ბიუჯეტის სწორად გადალაგებაა, რადგან ბიუჯეტში აკრეფილი გადასახადებით, ისევ ხალხმა ისარგებლოს და არა ბიუროკრატიამ – „ნაკლები ფული ბიუროკრატიას, მეტი თანხა ხალხს და ბიზნესს.”
“ევროპული საქართველო” მხარს უჭერს, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარებას და ისეთი ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებას, რომელიც ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, ფასების დასტაბილურებასა და მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზე იქნება ორიენტირებული. ჩვენი გეგმა გულისხმობს.
- ბენზინზე, დიზელსა და გაზზე აქციზის შემცირებას 25%-ით, რაც შეაფერხებს ფასების ზრდას.
- დღგ-ით დაუბეგრავი ბრუნვის ზღვარის 100,000 ლარიდან 200,000 ლარამდე გაზრდას
- დამატებითი ღირებულების გადასახადის 18%-დან 16%-მდე შემცირებას, შემდეგ მის შეცვლას გაყიდვის გადასახადით (Sales tax-ით) და საბოლოოდ ამ უკანსკნელის დაყვანას 8%-მდე
- განაწილებული მოგების 15%-იანი გადასახადის 10%-მდე შემცირებას
- საშემოსავლო გადასახადის შემცირებას 20%-დან 10%-მდე
- ეკონომიკურ დანაშაულზე სასჯელის ზომების გადახედვას
- მთავრობის საკუთრებაში არსებული მიწის და ქონების ხალხისთვის დაბრუნებას
- აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას, საერთაშორისო ფონდებისა და ინვესტიციების მოზიდვას
- რაიონების ბიუჯეტში მეტი ფულის დატოვებას
- სამთავრობო ხარჯების 2 მილიარდით შემცირებას
- მთავრობის ზომის შემცირებას მშპ-ის 20%-მდე არაუგვიანეს 2024 წლამდე
- სესხებთან, მშენებლობასთან და სხვა დაკავშირებული რეგულაციების შემცირებას
- ეროვნული ვალუტის გაუფასურების პრევენციის მექანიზმების შემუშავებას
- ქონების გადასახადის განულებას 2021 წელს(შემდეგ გადახედვას)
- მარეგულირებელი ორგანოების შეზღუდვას
აღნიშნული გეგმის მიხედვით, „ევროპული საქართველო“ გეგმავს 100 000 სამუშაო ადგილის შექმნას, ხოლო თითოეულ ოჯახს დარჩება 2000 ლარზე მეტი.
შემოხაზე 2 ცვლილებებისთვის ✌️
Posted by ევროპული საქართველო on ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი, 2020
„ევროპული საქართველო“ გეგმავს, კერძო განათლების სფეროს გათავისუფლებას სახელმწიფო რეგულაციებისგან, ხოლო საჯარო სკოლებს მიანიჭებს ფინანსურ და მმართველობით ავტონომიას. პარტიის პროგრამის მიხედვით, გაიზრდება მშობელთა როლი სკოლების მართვაში და აღიკვეთება მასწავლებლებზე პოლიტიკური ზეწოლა.
- ვაუჩერის პრინციპზე გადაყვანით, სკოლამდელი განათლების (საბავშვო ბაღების) ხელმისაწვდომობა და არჩევანი
- სასკოლო ვაუჩერის ღირებულება, რომ სასკოლო სამეურვეო საბჭოებს, სკოლების სრულყოფილი თვითმმართველობისა და ფინანსური ავტონომიის პირობებში, საშუალება მიეცეთ მასწავლებელთა ხელფასი მინიმუმ 700 ლარამდე, ხოლო სერტიფიცირებულ ყველა მასწავლებელს – მინიმუმ 1000 ლარამდე გაეზარდოს
- 8000 სტუდენტით სახელმწიფო საგრანტო პროგრამებით დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა
პროგრამაში, ასევე გაწერილია სოციალური უსაფრთხოება, ნარკოპოლიტიკა, ადგილობრივი თვითმართველობა, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა, პოლიცია, სასამართლო და ა.შ
„სტრატეგია აღმაშენებელი“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამა
„სტრატეგია აღმაშენებელს“ ამომრჩევლებთან 7 მთავარ დაპირება აქვს.
- 4 წელიწადში შეიქმნება 300 000-მდე სამუშაო ადგილი. 95 000 სამუშაო ადგილი 9 ახალ ინდუსტრიულ პარკში, რომელიც აშენდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში; 30 000 სამუშაო ადგილი სამ IT ქალაქში; 90 000 სამუშაო ადგილი საქართველოს აგრარულ სექტორში საქართველოს მასშტაბით; 21 000 სამუშაო ადგილი 3000-მდე ახალ პატარა ზომის სასტუმროში; 15 000 დიდი ზომის ბრენდული სასტუმროების ინდუსტრიაში; 40 000 აპარტ-ჰოტელის ინდუსტრიაში;
- 2021 წლიდან ყველა საბანკო სესხზე პროცენტი განახევრდება. საქართველოში მოქალაქეები და ბიზნესი მიიღებს დაბალპროცენტიან სესხს და ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება ამ ქვეყანაში საბანკო მონოპოლია. მოიგებს მცირე და საშუალო ბიზნესი და არა მხოლოდ ხელისუფლებასთან გარიგებაში მყოფი მონოპოლიური საბანკო სექტორი;
- ყველა პენსიონერისთვის 2020 წლის დეკემბერში უსამართლოდ მაღალი 36 – 40%-იანი სესხის პროცენტი ჩამოიწერება. ჩვენი გამარჯვებისთანავე. „ლიბერთი ბანკი“ აღარ იქნება მონოპოლისტი სასესხო, საპენსიო და სხვა სოციალური დახმარების გაცემაში.
- 2021 წლიდან საქართველოში წამლებიგაიაფდება მინიმუმ 30%-ით. აღარ იქნება არც ერთი მონოპოლისტური, ფარმაცევტული თუ სამედიცინო კომპანია, რომელიც გაჭირვებული ადამიანების ძარცვის ხარჯზე გამდიდრდება. პარტიას აქვს გეგმა, რომლითაც დაინერგება წამლის ფასწარმოქმნის გამჭვირვალე ევროპული სტანდარტები და წამლების მონოპოლისტებს აღარ ექნებათ 300, 400 და 700%-იანი მოგებები ცალკეულ მედიკამენტებზე;
- 2021 წლიდან ყველა ბიზნესი, რომლის ბრუნვაც არ აღემატებს ერთ მილიონ ლარს, გათავისუფლდება დამატებული ღირებულების გადასახადისგან.
- დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო. „სტრატეგია აღმაშენებელი“ გეგმავს, აშშ-სა და ბრიტანეთიდან მოწვეული უცხოელი მოსამართლეების დანიშვნა უზენაეს და სააპელაციო სასამართლოში.
- ამერიკული მოდელის დეპოლიტიზებულ პოლიცია, რაიონული საპატრულო პოლიციის უფროსების არჩევითობა. 2021 წელს ყველა პოლიციელის ხელფასი გაიზრდება 500 ლარით. ყველა პოლიციელისთვის დაინერგება სახელფასო ზრდისა და კარიერული განვითარების სისტემა.
„სტრატეგია აღმაშენებელს“ 12 პუნქტიანი პროგრამა აქვს.
„ლელო“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამა
პოლიტიკურმა პარტიამ „ლელო“ საარჩევნო პროგრამას „მარშალის გეგმა“ უწოდა. პროგრამაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეყოლება მცირე და ეფექტიანი მთავრობა.
პარტიის „მარშალის გეგმის“ მიხედვით, 600 000 ადამიანს ექნება 3000 ლარზე მეტი ყოველთვიური შემოსავალი;
შეიქმნება 200 000 ახალი სამუშაო ადგილი და გაორმაგდება ეკონომიკა;
4 წელიწადში დასრულდება ყველა სტრატეგიული მეგაპროექტი (ანაკლია, ჩქაროსნული მაგისტრალი, საბორნე მიმოსვლა ევროპასთან, რკინიგზის მოდერნიზაცია, ქვეყნის სრული ინტერნეტიზაცია)
"ლელოს" მოდელით, შეიქმნება 200 000 ახალი სამუშაო ადგილი
? "ლელოს" მოდელით, შეიქმნება 200 000 ახალი სამუშაო ადგილიშევქმნათ ძლიერი საშუალო ფენა ✌️
Posted by ლელო საქართველოსთვის • Lelo For Georgia on სამშაბათი, 25 აგვისტო, 2020
„მარშალის გეგმის“ მიხედვით, საქართველოში დაფუძნდება საერთაშორისო სტატუსის მქონე საფონდო ბირჟა და მისი საშუალებით ბიზნესს ექნება მნიშვნელოვან ფულად რესურსებზე წვდომა.
ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტი ყველას, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდაზე ზრუნვა, ჯანდაცვის სისტემის სტრუქტურული და მართვის რეფორმა. სამედიცინო განათლების რეფორმა და უწყვეტი სამედიცინო განათლება. სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევა, კერძო სადაზღვევო კომპანიების ჩართულობით. ფარმაცევტული ბაზრის რეფორმა და დემონოპოლიზაცია პირველადი ჯანდაცვის განვითარება. საქართველო – სამედიცინო ტურიზმის და ბალნეოლოგიური ცენტრი
„მარშალის გეგმის“ მიხედვით, ხარისხიანი სამედიცინო დაზღვევის სრული პაკეტით ისარგებლებს ყველა პენსიონერი. დაზღვეული იქნება სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ხარჯები , ხოლო პენსია იქნება 400 ლარი.
პროექტი „თაობა თაობისთვის” – პენსიაზე გასვლის შემდეგ 3 წლის განმავლობაში პენსიონერს შეუძლია გახდეს ახალგაზრდა თანამშრომლის მენტორი. მას ექნება ხელფასი და შეუნარჩუნდება პენსია. შეიქმნება პენსიონერის ბარათი „65+” (უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი, 50%-იანი ფასდაკლება სახელმწიფო თეატრებსა და კულტურულ დაწესებულებებში).
გეგმაში საუბარია, ასევე, სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებზე და პრობლემების მოგვარების კონკრეტულ გზებზე.











