შშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არჩევნებში კო ბაიდენთან დებატებში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა მისივე თქმით, ეს დებატები უსამართლობაა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
როგორც ტრამპი ამბობს, უსამართლობაა ისიც, რომ დებატების თემები შეიცვალა.
„მონაწილეობას მივიღებ, უბრალოდ ვფიქრობ, რომ ეს უსამართლობაა. მათ თემები შეცვალეს და ასევე უსამართლობაა, რომ გვყავს წამყვანი, რომელიც აბსოლუტურად მიკერძოებულია“, – განაცხადა დონალ ტრამპმა.
კანდიდატებს შორის ფინალური დებატები 22 ოქტომბერს ჩატარდება. დებატების მოდერატორი „ენბისი ნიუსის“ კორესპონდენტი კრისტენ უოლკერი იქნება.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს არის დაგეგმილი.











