ცესკო კიდევ ერთხელ მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, დარეკონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთი.
ამასთან, ცესკოს პრეს-სპიკერის, ანა მიქელაძის განმარტებით, თვითიზოლაციაში მყოფი 9 000 ამომრჩევლიდან, გადასატანი ყუთის მოთხოვნით ცესკოს ამ დრომდე მხოლოდ 1 500-ზე მეტმა მოქალაქემ მიმართა.
ცნობისთვის, გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურების მოთხოვნა მოქალაქეებს დღეს, 10 საათამდე შეუძლიათ.










