ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ადგილზე ოპოზიციური პარტიის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და ამაში მონაწილეობა ცესკომ მიიღო.
ადგილზე უსაფრთხოების მიზნით მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, რომლებიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობას იცავენ.
ცნობისთვის, დღეს ცესკოში სხდომაზე არჩევნების შედეგებს შეაჯამებენ.











